author
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი

14/03/2022

12:59

A-
+A
ოპოზიცია სცოდავს, როდესაც ცდილობს, რომ საქართველოს სახელი გააშავოს
ამობეჭდე


ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც ბრიუსელში, კიევსა თუ აშშ-ში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი  და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომ შიში ვამჯობინეთ ღირსებას, თითქოს ღირსები არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და აშშ-სთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, რომ ვითომ მთავრობამ და მაშასადამე ქვეყანამ შეცვალა პროდასავლური კურსი. ეს ხომ ქვეყნისა და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ ქვეყანას აზიანებს და მტრის საქმეს აკეთებს.

ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციასა და პოლიცელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული პასუხისმეგბლობა აკირსია, მითუმეტეს ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება. რა დროა კეტჩუპისა და ფქვილის? ეს სირცხვილია.

ოპოზიცია სცოდავს, როცა  რადიკალურ ზომებზე  აპელირებს და ამით ცდილობს მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს  ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშაც, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.

0

0

432
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%