author
დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

10/03/2022

16:09

A-
+A
NATO არაა მზად, იმოქმედოს კოლექტიურად, რათა შეაჩეროს ომი და დაიცვას უკრაინელები - კულება
ამობეჭდე

"რუსეთის უკრაინის აგრესიის შემთხვევაში NATO-ს, როგორც ალიანსის რეაქციებიდან ვხედავთ, რომ NATO არაა მზად იმოქმედოს კოლექტიურად, რათა შეაჩეროს ომი და დაიცვას უკრაინის მოქალაქეები რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან.

მან დახმარების ფუნქცია გადასცა წევრ სახელმწიფოებს, რათა ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გააკეთონ. ეს აჩენს კითხვას: როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება მანამ, სანამ უკრაინას მომავალში NATO-ში მიიღებენ. ესაა მთავარი კითხვა"

დმიტრო კულება აცხადებს, რომ ესმის რომ NATO-ში უკრაინის მიღება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა უკრაინას დაცვა ახლა სჭირდება. ამიტომ ის სახელმწიფოებს ისეთი სისტემის შემუშავებას სთავაზობს, რომლითაც გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეძლებს უკრაინას ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებული უსაფრთხოების მსგავსი გარანტიები მისცეს.

"თუ შევძლებთ ისეთი შეთანხმების მიღწევას, სადაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი რა თქმა უნდა, ასევე თურქეთი, როგორც დიდი მეგობარი და მეზობელი და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა, უკრაინას, უსაფრთხოების მსგავს გარანტიებს მისცემენ, როგორიც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებითაა გაწერილი, ესაა ის რის განსახილველადაც მზად ვართ. ომი ახლა ხდება. უკრაინა უსაფრთხოების კუთხით ვაკუუმშია, უნდა ვიფიქროთ კრეატიულად თუ როგორ მივუდგეთ ამ საკითხს.

ამ დროისთვის ჩვენი ჯარია, ვინც ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე, უკრაინელი ხალხი, ვინც ეწირება ბრძოლას. ასევე ჩვენი პარტნიორები, ვინც ამაში გვეხმარებიან. მაგრამ ეს ყველაფერი მდგრად სისტემაში უნდა მოექცეს"

0

0

410
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%