author
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი

08/10/2023

14:50

A-
+A

მზად ვართ, ჩავერთოთ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების პროცესში
 

ამობეჭდე

დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. მინდა ასევე ჩვენი მოსაზრება ვთქვა, და ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ზოგადად, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის და აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის.

ჩვენ, საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა აი ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება.

0

0

581
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%