author
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი

30/06/2023

13:42

A-
+A

მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნეთ კონსტრუქციულობა

ამობეჭდე

მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ვინც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ეს არის შიდა მტრული ძალა.

 

„ჩვენს დეგრადირებულ, გაუბედურებულ, დესტრუქციულ ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს. უსუსური მცდელობაა, რომ პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან. სხვა სათქმელი არაფერი აღარ აქვთ. ამიტომ თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ანტიქართული, აგერ არის ეს ძალა. თუ ვინმემ რაიმე ანტიქართული გააკეთა ბოლი 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარა, რუსული ჯარი გასული იყო 2007 წელს. მომისმინონ ქართველებმა, რაღაც ტაქტიკა აქვთ, ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციას. ეს ძალიან მარტივი პროვოკაციებია. თქვენზე ემოციების დახარჯვას არ ვაპირებ. მინდა, ხალხს ველაპარაკო და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს კოლეგებს თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა. ტერიტორიები ჩააბარეს, 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში შემოაბრუნეს. თავდაცვის მინისტრი ვიყავი, მანამდე შს მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯის შესახებ, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება, არ ვიტყვი, მაგრამ კარგად იცით, რომ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები კი არა, ღალატი ჩაიდინეთ. ტერიტორიების გარდა, ასზე მეტი ახალი სოფელი ჩააბარეთ. პასუხი გაგვცენ, კოდორის ხეობა რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა, რატომ ჩააბარეს. წარმოიდგინეთ, მათთვის არაფერს წარმოადგენს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა. რა შეიძლება, უნდა იყოს ამაზე დიდი უბედურება, ტრაგედია, ოპოზიციონერი კი არა, პოლიტიკოსად წოდებული ვიღაც არარაობები გვეუბნებიან, რომ ეს თემა დავამთავროთო. მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

0

0

444
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%