author
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი

07/09/2023

21:42

A-
+A

მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ

ამობეჭდე

1784ნახვები
თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის და არ გეჩვენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები. იმათმა იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, ასეთი პატივისცემით მხვდებიან, ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ.

მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ სამ თვეში, რომ მოვიარო მთავარი და შეიძლება, ყველა დედაქალაქი ევროპისა, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს დადგება რუსეთის ფეხქვეშ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ჩვენი ერთიანი, მუდმივი სვლა, სანამ ჩვენ არ გავალთ ფონს და და არ მივალთ იქ, სადაც აქრის საქართველოს ადგილი. ამაში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არა და ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული.

მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ. ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს.

0

0

461
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%