author
სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი

09/03/2023

10:56

A-
+A

გვჭირდება, მოგვანიჭონ სტატუსი, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგაც

ამობეჭდე

რუსეთი არასდროს არის შორს, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, იგი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ბოლო 2-ნახევარი საუკუნეა გამუდმებით გვიტევს და აგრესიას იჩენს ჩვენდამი, ასე რომ, მას მუდმივად აქვს ცდუნება, რომ თავისი ნება თავს მოგვახვიოს. შეიძლება ეს ცდუნება ძლიერდება, რადგან აგებენ ომს უკრაინაში და სურთ, წარმატებას სადმე სხვაგან მიაღწიონ. მაგრამ მე არ მგონია, რომ უნდა ვცილობდეთ იმის განჭვრეტას, თუ რა სურს ან არ სურს რუსეთს, რადგან რუსეთი ახლა სუსტდება. მთელი ევროპა, აშშ ხედავს იმას, რაც ჩვენ მანამდეც ვიცოდით, თუ როგორია რუსეთის ნამდვილი ბუნება. ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად, უნდა გავაძლიეროთ, დავაჩქაროთ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ, ეს არის ერთადერთი პასუხი იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება უნდოდეს რუსეთს. ათწლეულების განმავლობაში რუსეთის სურვილების გამოცნობას კი არ ვცდილობდით, არამედ ვაგრძელებდით სიარულს ჩვენს გზაზე და ეს გზა მიდის ევროპისკენ, აი აქ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, თუ საჭირო იქნება, მთავრობის ნების წინააღმდეგ

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

0

0

393
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%