author
თეა წულუკიანი
ვიცეპრემიერი

11/03/2022

12:59

A-
+A
ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდეს, ისევ ქალების და ნამდვილი ვაჟკაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა
ამობეჭდე

მე არ მგონია, ქართველმა ქართველს უნდა აუხსნას, რა არის პატრიოტიზმი, ეს სისხლში გვაქვს ყველას, და მათაც [ოპოზიციას] აქვთ ალბათ, მაგრამ მათ აქვთ სინდისის პრობლემა. ასევე, ვაჟკაცობაზე დებენ თავს. აქაც ცოტა უხერხულია, ჩვენს ტრადიციებში მაინცდამაინც არ ჯდება, რომ ქართველმა ქალმა მამაკაცს დაუწუნოს ვაჟკაცობა, მაგრამ ცოტა ცივი გონებით რომ შევხედო და გავიხსენო რაღაცები, არაერთი "ვაჟკაცთაგანი" მორალურ განსაცდელში იყო, ვგულისმობ საპატიმროს, როცა მე პენიტენციურს ვმართავდი და მხოლოდ ერთადერთი იყო მათ შორის, ვინც ღირსეულად იტანდა ამ განსაცდელს. დანარჩენის რა გითხრათ აბა.

ამიტომ, როდესაც ვერ იტან ამ დროებით მორალურ განსაცდელს [...] ეს არის ყველაფერი შეფუთული ვითომ ვაჟკაცობით, ფსევდოსიმამაცით და შემდეგ ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდეს, ისევ ქალების და ნამდვილი ვაჟკაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა, რომელიც მაშინ ბრძოლის ველზე მიატოვეს. ესაა ტრაგედია.

0

0

390
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%