author
ანდერს ფოგ რასმუსენი
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი

11/03/2022

11:54

A-
+A
დიქტატორებთან მაამებლობას მშვიდობასთან კი არა, ომთან მივყავართ ხოლმე
ამობეჭდე

2009 წელს, როცა გენერალური მდივანი გავხდი, დავუკავშირდი რუსებს და ვუთხარი - ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია აი, ასეთი სტრატეგიული პარტნიორობის შემუშავება-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ ისინი საქართველოს დაესხნენ თავს... მოკლედ, ყველაფერი ვიღონეთ [რუსეთთან მოსაგვარებლად], მაგრამ პუტინმა "არასწორად წაიკითხა" ჩვენი წინადადება. თუ რამე ვისწავლეთ ამ ყველაფრისგან, ზოგადად ისტორიისგან, არის ის, რომ დიქტატორებთან მაამებლობა არ მუშაობს, რომ ამას მშვიდობასთან კი არა, ომსა და კონფლიქტთან მივყავართ ხოლმე...

დღევანდელი გადმოსახედიდან, 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიასა და რუსეთთან მიერთებასაც მოკრძალებული სანქციებით ვუპასუხეთ... და ეს პუტინმა წაიკითხა, როგორც ოფიციალური მიწვევა, კიდევ უფრო ღრმად შეეტოპა. ახლა რაც ჩაიდინა, იმან საბოლოოდ დაადასტურა, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. ისტორიის ამ გაკვეთილის გამოა, დღეს უპრეცედენტო ერთიანობას რომ ვხედავთ ევროპაში, უპრეცედენტო სანქციებს და ა.შ. ეს კარგია, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ჩემი კონკრეტული წინადადება იქნებოდა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე მთლიანად, დაუყოვნებლივ უარის თქმა.

0

0

420
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%