author
თაკო ჩარკვიანი

24/03/2023

13:56

A-
+A

ბოლოს და ბოლოს, მამაჩემი მთელი ცხოვრება თავისუფლების ჰიმნს უწერდა ამ ქვეყანას

ამობეჭდე

ბატონო ირაკლი, შეიძლება, თქვენ გაგიკვირდეთ და მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. მინდა, ყველას ყურადღება მივიპყრო, მგონი, ამ დარბაზში მტრად ვექეცით უკვე ყველა ერთმანეთს, ეს ძალიან არ მომწონს. თქვენ წეღან ახსენეთ და მე მოვინიშნე, რომ ევროპარლამენტარებმა გვითხრესო, რომ სააკაშვილი ჩვენიაო, კი ბატონო, ხომ გითხრეს მათ სტატუსის წინ. დღეს მოვედი მხოლოდ ერთი რამის გამო და არ მრცხვენია, პირდაპირ გითხრათ, რომ თხოვნით მოვედი. მე არ შეგხვდით, განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა, რომ მეც არ ჩამეგდო თავი უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ შემდეგ პოლიტიკური განხილვა მოჰყვება ხოლმე ამას არასწორი და სუბიექტური. ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს იყოს თქვენთვის არაპოპულარული სვლა, ეს იქნება უაღრესად, უკიდურესად სახელმწიფოებრივი, დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი.

რა გულწრფელობითაც ამას ვამბობ, ამის მტკიცება არ მჭირდება, არც იმაზე საუბარი მჭირდება თქვენთან, ვის მოიაზრებთ მეხუთე კოლონად, ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრება მამაჩემი თავისუფლების ჰიმნს უწერდა ამ ქვეყანას, აი, მაშინ, ფოთოლიც რომ არ შრიალებდა კომუნისტების. მე ამაზე სასაუბროდ არ მოვედი, მე სიცრუეს ვისხლიტავ, არც ვიღებ, მაგრამ, რასაც მე გთხოვთ, იქნებ მიხვდეთ, რომ ეს იქნება სიმშვიდის მომტანი და ახალ ჯოჯოხეთს არ გამოიწვევს. თქვენ ხალხმა რუსთაველზე მიგითითათ გზა და ეს გზა არის დასავლეთი. მე არც იმის მეშინია, რომ ამ გზას ვინმე გადაუხვევს, სულ რომ სურვილი გქონდეთ, ვერ გადაუხვევს ამ გზას საქართველო

0

0

3344
ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%