09/01/2025
16:49
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმიანება, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ “საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია”.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების შესახებ, „დღეიდან იწყება“.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან.
"ენჯეოკრატია", რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გადააგვარა სამოქალაქო საზოგადოება;
ფსევდო-სუვერენიტეტი, როდესაც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა უცხო ქვეყნის ელჩებითა და საერთაშორისო აქტორებით ხორციელდებოდა;
მედია-პლურალიზმის სახელით დამკვიდრებული - ლიბერალური ცენზურა;
პატრიოტიზმით შეფუთული, ოკუპაციის ხელშეწყობა, საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დანაშაულების დაბრალება;
ეკონომიკის სტიმულირებით შელამაზებული, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემა, ოკუპანტ ქვეყანაზე;
მონოპოლიზებული ბიზნესები და რეგულაციების გაუქმება;
ჰუმანიზმის სახელით დამკვიდრებული ლიბერალური ფაშიზმი;
ეს მცირე ჩამონათვალია, იმ ბოროტი მემკვიდრეობისა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დატოვა.
ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ "ნიურნბერგის" პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება.
ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს, ისტორიულ სანაგვეზე!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
0
0