28/07/2024
00:41
სპორტი
„სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა, ოლივიე დალ ოლიომ ესპანეთის ლა ლიგის „ვილიარეალთან“ ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განსაკუთრებით ზურიკო დავითაშვილის თამაში გამოარჩია.
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც „სენტ-ეტიენს“ ცოტა ხნის წინ „ბორდოდან“ შეუერთდა, პირველივე შეხვედრაში თავი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„მატჩი საკმაოდ კარგად დასრულდა. რაღაც საინტერესო ვაჩვენეთ, რაღაცები უნდა გამოსწორდეს. გუნდში განწყობა კარგია, მომეწონა, რომ მოგების მიუხედავად, ფეხბურთელები ბოლომდე მობილიზებულნი იყვნენ.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის დიდებული ფეხბურთელია. დღეს დაგვანახა, რომ თამაშის ტემპის გაკონტროლება, გოლის გატანა და შედეგიანი პასის გაკეთება კარგად შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 23 წლისაა, გუნდში გარკვეული გამოცდილება მოიტანა. როდესაც ბურთი აქვს, ვგრძნობთ, რომ შეიძლება მეტოქეს ხიფათი შეექმნას“, – განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა.
0
0