10/11/2024
15:13
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, – ინფორმაციას „სენტ ეტიენის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ზურიკომ ორჯერ „ანჟეს“ გაუტანა, ხოლო „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესოს წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა (პსჟ) და ლუკას შევალიე („ლილი“) იბრძოდნენ.
UNFPA Football Trophies-ი პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირის (UNFP) მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-ში და ქალთა ლიგაში
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ასევე გახდა ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორიც. ლიგა 1-მა „ოსერის“ კარში მისი პირველი გოლი გამოარჩია.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024