08/07/2024
14:02
სპორტი
"ბორდოს" შემტევი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ში ახლადაღზევებულ "სენტ ეტიენში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა Footmercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და "სენტ ეტიენი" "ბორდოს" დავითაშვილის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
გამოცემის ინფორმაციით, დავითაშვილი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "მწვანეებთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, ზურიკო "ბორდოს" 2022 წლის ზაფხულში, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში 23 წლის შემტევმა "ჟირონდელთა" მაისურით 71 მატჩი გამართა, თავი კი 14 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.
ცნობისთვის, "სენტ ეტიენი" ლიგა 1-ში სულ ახლახანს აღზევდა, "მწვანეებმა" ჩემპიონატის პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" ორმატჩიან დაპირისპირებაში 4:3 დაამარცხეს.
0
0