09/01/2025
17:06
პოლიტიკა
ეს არის ჯილდო აგენტურული საქმიანობისთვის,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე.
კირცხალიას განცხადებით, ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი გამოდის და საუბრობს ღიად, რომ ეს არის ჯილდო მისი საქმიანობისთვის, რაშიც იგი ეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს და აცხადებს , რომ ეს არის ჯილდო მისი აგენტურული საქმიანობისთვის და ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის.
„სწორედ მას ჯილდო მისცეს აგენტურული საქმიანობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, დღესაც აი ამ ყველაფრის შემდეგ ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც აქ შეშფოთებას გამოხატავდა, რომ თურმე როგორ შეიძლება მათივე აგენტურის, deep state-ის აგენტურის აქ მოწყობილი ეს დესტრუქცია, რასაც ვხედავთ ქუჩებში, შეწუხებას და შეშფოთებას გამოხატავდა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უზრუნველვყოთ რომ დამთავრდესო. მანამდე ყველას კარგად გვახსოვს შორეულ რეტროსპექტივაში, რომ არ წავიდეთ თუ როგორი დირექტივები და გაიდლაინები ჩამოდიოდა წინა საარჩევნოდ, ამ ბოლო ანგარიშამდე და დღეს ჩვენ ყველაფერს ჩვენ ვამხელდით, უკვე თვითონ ამ ინსტიტუტიდან, ამ გაიდლანიების და გეგმების ავტორებისგან მოვისმინეთ პირველ რიგში, რომ ეს ქალბატონი გახდა მათი სტიპენდიატი და ახლა ეს ქალბატონი გამოდის ახალი ოფისის პრეზენტაციიდან, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ სწორედ ამდაგვარი deep state-ის მართული ინსტიტუტების, კონკრეტულად მაკკეინის ინსტიტუტის ფილიალად და ერთ-ერთი რიგითი ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი გამოდის და საუბრობს ღიად, რომ ეს არის ჯილდო მისი საქმიანობისთვის. კი ბატო ვეთანხმებით, რომ ეს არის ჯილდო მისი აგენტურული საქმიანობისთვის და კონკრეტულად ეს აგენტურული საქმიანობა მოიცავდა კონსტიტუციის, პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვას და ყველანაირი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებას თუ ქმედებას. გასაგებია საზოგადოებისთვის, რომ მან მიიღო ამანში ჯილდო და ყველაფერი ღიადაა ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0