05/10/2024
21:48
საზოგადოება
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს ასევე შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე - ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია - რეჟისორი; გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი; გურამ კალანდაძე - გეოლოგი; ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე - მხატვარი; ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
0
0