ზურაბ ქადაგიძე: საძოვრები, რომელთა გასხვისებასაც გორის მოსახლეობა აპროტესტებს, ინდოელებზე 2008 წლის სექტემბერში გაიყიდა
04/12/2021
14:18
პოლიტიკა
A-
+A
გორში მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.
„გორში მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ოპოზიციური არხები მთელი აჟიტირებით აშუქებენ, ძაბავენ სიტუაციას, ელოდებიან დაპირისპირებას და უბედურებას, მაგრამ მთავარს არავინ არ ამბობს! მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში, (თარიღს კარგად დააკვირდით, ომიდან 1 თვეც არ გასულა) სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა.
ჰოდა, ბელადის ტელევიზიებო, სადაც აქციას გააშუქებთ, იქაც მოყევით როდის და ვინ გაყიდა ქართული მიწები, თქვე „ობიექტურებო“, - წერს ქადაგიძე.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა 2008 წლის სექტემბერში უცხოელ ინვესტორზე გასხვისებული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.
0
0
339
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%