14/11/2024
17:03
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ იმის დასადგენად, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები.
როგორც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაში მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობა.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო მექანიზმებით უნდა ჩატარდეს გამოძიება, ხშირად ისმოდა კითხვა, ვინ შეიძლება გამოიძიოს და რა შეიძლება იყოს ამ გამოძიების საფუძველი. ჩვენ გვაქვს ვერსიები, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს დისკუსიები, რა შეიძლება გახდეს საფუძველი და რა მექანიზმი შეიძლება იყოს. პირველი, ჩვენი აზრით, ეს არის ევროკავშირი, ვინაიდან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და არის 9 შესასრულებელი პუნქტიდან მეოთხე პუნქტი. ევროკავშირს შეუძლია გამოძიების დაწყება იმის დასადგენად, იყო თუ არა საარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი, რათა დაადასტუროს ან უარყოს ხელისუფლების პრეტენზია ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მეორე ვერსია არის ამერიკის და ევროკავშირის გამოძიება.
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არაა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება საქართველოსთვის დონორული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგრამების აღდგენის ან შეჩერების შესახებ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ასევე ერთ-ერთ ვერსიად განიხილება აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი მექანიზმის ამოქმედება და გამოძიება, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევნებში.
როგორც ჯაფარიძემ განმარტა, აშშ-ში და ბრიტანეთშიც არის ამის თაობაზე გამოძიება, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთი ერეოდა.
„ამიტომ, აქ თუ გამოძიება ჩატარდება, შეიძლება ისეთი რაღაცები დაადგინონ, რაც შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გამოადგებათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024