22/02/2022
14:42
საზოგადოება
ოპოზიციური ფრაქცია თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას და ამ ქუჩისთვის უკრაინის დედაქალაქის კიევის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ კიევის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს. მისივე თქმით, ქუჩის ან გამზირის სახელდებას შესაბამისი პროცედურები აქვს და საკრებულოს საკითხის განხილვისთვის მზად არის.
„მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ კიევის ქუჩა თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებობს. ამასთან, ნებისმიერი პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების სახელების ცვლილებასთან, თუკი არ იციან, ვაცნობებ, რომ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს.
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან „მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ კიევის ქუჩა თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებობს. ამასთან, ნებისმიერი პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების სახელების ცვლილებასთან, თუკი არ იციან, ვაცნობებ, რომ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან შეჯერებით. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის. არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
0
0