26/10/2024
15:58
არჩევნები 2024
ზუგდიდში, 31-ე საარჩევნო უბანთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანი წითლიძესა და რამდენიმე პირს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ანი წითლიძის მტკიცებით, აღნიშნულ უბანთან დგანან ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ეწევიან აგიტაციას.
„ეს ადამიანები შეამოწმონ ნარკოლოგიურზე, ასევე გაუკეთონ ალკოტესტი. ერთ-ერთი მათგანი მანქანით გადაადგილდებოდა აქ და როდესაც მოვედით, გააპარეს. ყველა უბანზე ასე ხდება და მოვითხოვ, რომ ეს პირები პოლიციამ გადაიყვანოს და შეამოწმოს“, - განაცხადა ანი წითლიძემ.
რაც შეეხება პირებს, რომლებიც წითლიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, განაცხადეს, რომ წითლიძე მათ ცილს სწამებს, არ არიან „ქართული ოცნების“ აგიტატორები და რეალურად „მშრომელი ადამიანები არიან“.
ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული. ამ დროისთვის, 31-ე საარჩევნო უბანთან სიმშვიდეა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024