22/11/2022
16:13
სამართალი
პროკურატურამ ზუგდიდში, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს, ბრალდება წარუდგინა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, ზუგდიდში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ასევე არასრულწლოვანს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ზუგდიდში საქმესთან დაკავშირებით არასრულწოვნების გამოკითხვა გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა ექსპერტიზებიც.
0
0