26/10/2024
13:19
არჩევნები 2024
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბნიდან ხუთი დამკვირვებელი გააძევეს.
როგორც ჟურნალისტებს მე-9 უბნის კომისიის თავმჯდომარემ დონა ბერიშვილმა განუცხადა, ხუთივე დამკვირვებლის გაძევების მიზეზი იყო ის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე ხმაურობდნენ და რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ.
„რეგისტრატორებს ხელს უშლიდნენ, ხმაურობდნენ. მთელი დღეა ამ გოგოს პირი არ გაუჩერებია. ვუთხარი, დააკვირდი და ა.შ. შევიდა მდივანთან, ჩართო კამერა და მდივნის ჟურნალს ფოტო-ვიდეოს უღებდა. ამბობდა, უფლება მაქვსო. ასე არ შეიძლება, პარტია რომ წარმომადგენელს უშვებს, უნდა დაატრენინგოს, ასწავლოს და ასე შემოუშვას. სირცხვილია დაზეპირებული ფრაზებით შემოდიან. გადამზადებულები არიან ერთ რაღაცაში - შექმნან ქაოსი! გაძევებულთა შორის ერთ-ერთი იყო “ლელო”, სხვებს კი ბეიჯზე ადგილობრივი დამკვირვებელი ეწერა”, - განაცხადა დონა ბერიშვილმა.
0
0