28/08/2024
11:25
სპორტი
„კარლსრუეს“ შეტევაში სერიოზული ცვლილება ელის, მაგრამ ბუდუ ზივზივაძეზე გავრცელებული ცნობა, თითქოს მის სანაცვლოდ გუნდს ბუნდესლიგაში მილიონიან გარიგებას სთავაზობენ, არ დადასტურდა, – ინფორმაციას გამოცემა ka-news.de- ავრცელებს.
„„Კარლსრუეს“ შემტევ განყოფილებაში ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა ბუდუ ზივზივაძის „მილიონიანი გარიგების“ შესახებ გავრცელებული ცნობა უსაფუძვლო აღმოჩნდა. ეს ჭორები ეფუძნებოდა დიდი ხნის ნაცნობ და სანდო სარედაქციო ინფორმატორის განცხადებებს. ახლა მან ka-news.de-სთან აღიარა, რომ ვითარება არასწორად გაიგო.
და მაინც, ცვლილებები გამორიცხული არაა. ის ფაქტი, რომ ლუკა პფაიფერი გადმოდის „კარლსრუეში“, კითხვებს ბადებს, რადგან შემადგენლობაში სამივე თავდამსხმელი მისი ამპლუისაა – ვგულისხმობთ ბუდუ ზივზივაძეს, ანდრინ ჰუნციკერს და სტეფანო მარინოს, რომლებიც საჯარიმოში სუფთა თავდამსხმელები არიან.
ჰუნციკერთან განშორება არარეალურია. შვეიცარიელი ფეხბურთელი იჯარით „ბაზელიდან“ სულ რამდენიმე კვირის წინ გადმოვიდა და „ელფერსბერგის“ წინააღმდეგ გოლიც გაიტანა. მარინოს წასვლაც არარეალურია.
ამ დროს გავრცელდა ცნობა, რომ „კარლსრუემ“ დიდი შემოთავაზება მიიღო ხალხის ფავორიტი ბუდუ ზივზივაძის თაობაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, წასვლას ცდილობს. ეს „კარლსრუესთვისაც“ შესანიშნავი ამბავი იქნება.
„კარლსრუეს“ ბიუჯეტს ძალიან წაადგება, თუ თანხა შვიდნიშნა რიცხვით განისაზღვრება. ასეთ შეთავაზებაზე „კარლსრუე“ უარს ვერ იტყვის. ასე რომ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მაინც მიღებულია. თუ უახლოეს დღეებში ფაბიან შლაისნერიც წავა, შემადგენლობაში დიდი ცვლილებები იქნება, მაგრამ როგორც სპორტული დირექტორი სებასტიან ფრეისი ამბობს, გუნდი ასეთი ცვლილებებისთვის მზადაა“, – წერს გერმანული გამოცემა.
0
0