24/02/2022
16:50
კონფლიქტები
ზელენსკის შესაბამისი განცხადება ტელეგრამ-არხზე გავრცელდა. „უმაღლეს რადაში შეტანილია უკრაინის პრეზიდენტის კანონპროექტი საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“ - წერია ამ ინფორმაციაში.
როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, ქვეყნის თავდაცვა საზოგადოების მშვიდ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. რუსეთს სურს საზოგადოების მართვის ყველა სისტემის განადგურება და სახელმწიფო სისტემის დესტაბილიზაცია.
„შეიარაღებული ძალები შეტევებს კარგად იგერიებენ, რუსი სამხედროები ტყვედ არიან აყვანილები. განადგურებულია მოწინააღმდეგის ავიაცია და ჯავშანტექნიკა. მიღებულია გადაწყვეტილება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. ყველა უნდა შეუერთდეს ქვეყნის დაცვას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. მას უნდა შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ძალავანი უწყებების ვეტერანები“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
0
0