21/01/2022
17:55
მსოფლიო
„თუ რუსეთი ესკალაციის გაძლიერებას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ამას იმ ტერიტორიებზე გააკეთებს, სადაც ისტორიულად ის ხალხი ცხოვრობს, რომელსაც რუსეთთან ნათესაური კავშირები აქვს. ხარკოვი, რომელიც უკრაინის მთავრობის კოტროლის ქვეშ იმყოფება, შეიძლება ოკუპირებული იყოს. რუსეთს საბაბი სჭირდება. იტყვიან, რომ რუსულენოვან მოსახლეობას იცავენ. ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჩვენ გვესმის, რომ ეს სცენარი განხორციელებადია და შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამგვარი სცენარის განხორციელება სრულმასშტაბურ საბრძოლო მოქმედებებს გამოიწვევს.
„არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებენ, რადგან ეს დიდი ქალაქია. ხარკოვში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს არ იქნება უბრალოდ ოკუპაცია. ეს იქნება ფართომასშტაბური ომის დაწყება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0