ზედიზედ მეორედ! - ლაშა ბექაური ოლიმპიადის ფინალშია
31/07/2024
19:06
სპორტი
A-
+A
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) იასპარეზა, რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში, წარმოშობით ქართველი, თუმცა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი დაამარცხა.
ბექაური ზედიზედ მეორედ შეეცდება ოლიმპიური ოქროს მოპოვებას.
თავად მოსახლიშვილი კი ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
0
0
266
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%