22/10/2021
20:50
საზოგადოება
ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.
„კოვიდ პანდემიამ ნათლად აჩვენა რომ ქვეყნები მოუმზადებელბი აღმოჩნდნენ ასეთი გამოწვევებისათვის და ამის გათვალისწინებით 2021 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიის დროს, წევრმა ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია WHO74.7 „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ემერჯენსისადმი მზადყოფნის გაძლიერება და მათზე რეაგირება“, მათ შორის შემდეგი პუნქტი“[…]
მოთხოვნები გენერალურ დირექტორს, რაც შეიძლება მალე და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებით შეიმუშაოს დეტალური კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საყოველთაო ჯანმრთელობისა და მზადყოფნის მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, რომლის მიზანია ქვეყნები უფრო მომზადებულნი იყვნენ შემდგომი ასეთი კრიტიკული გამოწვევებისათვის“.
ანუ უნდა მოხდეს პასუხის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა აკონტროლონ ქვეყნებმა მათი მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.
ამის მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფი (Universal Health and Preparadness Review (UHPR) Technical Advisory Group) რომელმაც უნდა მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია რომლის მიხედვითაც ქვეყნები განახორციელებენ თავის მზადყოფნის მონიტორინგს და შესაბამისად შესაძლო შემდგომი კრიტიკული სიტუაციების უფრო მომზადებულ მართვას.
ამ მრჩეველთა ჯგუფში შევა დაახლოებით 20-მდე ექსპერტი სხვადასხვა ქვეყნიდან.. მოკლედ საინტერესო მუშაობა იქნება.. როგორ მოვემზადოთ მომავალი პანდემიებისთვის... ხანდახან მოგახსენებთ რა და როგორ, რადგან პატივი მხვდა ამ ჯგუფის წვერი გავმხდარიყავი“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.
0
0