26/07/2024
22:59
სპორტი
ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშებმა სტარტი აიღო. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში პარიზია.
პირველად, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ოლიმპიადა გრანდიოზული შოუთი არა სტადიონზე, არამედ ქალაქის ცენტრში მდინარე სენაზე გაიხსნა. ოლიმპიადაში 206 ქვეყნის სახელით 10 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე 28 ათლეტი წარმოადგენს.
ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.
პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სია:
1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. ლაშა გურული (კრივი)
3. გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
4. გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)
5. ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)
6. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
7. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
8. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
9. რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
10. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
11. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
12. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
13. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
14. ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)
15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)
16. გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.)
17. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)
18.ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.)
19. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.)
20. ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.)
21. ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.)
22. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
23. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ).
24. ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.)
25. სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.)
26. ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.)
27. ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)
28. ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)
ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.
0
0