05/11/2021
20:30
საზოგადოება
მისი თქმით, ციხის საავამდყოფო ასჯერ მეტადაა დაცული როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან
„შარლატანებისგან წამოსული ბოდვის გასაქარწყლებლად ლაპარაკობენ სრულიად დაცულ ციხის საავადმყოფოში არსებულ საფრთხეებზე (პატიმრების ბუნტზე და ა.შ.) და თურმე ამიტომ სურთ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ეს თავისთავად არის აღიარება, რომ თურმე ბევრ ადამიანს სურს სააკაშვილის სიკვდილი. არადა თუ მიშასგან გამწარებულმა ძალიან ბევრმა ან თუნდაც ერთთმა ან ორმა ადამიანმა მასზე ანგარიშსწორება მოინდომა, სამოქალაქო კლინიკაში უფრო მარტივად შევლენ პაციენტის ან სამედიცინო პერსონალის იმიჯით და თავის საქმეს გააკეთებს. ციხის საავამდყოფო კი ასჯერ მეტად დაცულია როგორც შიდა ისე გარე საფრთხეებისგან. გარდა ამისა, როგორ წარმოგიდგენიათ სამოქალაქო საავადმოყოფოს სხვა პაციენტების მდგომარეობა საავადმყოფოს წინ პერმანენტული მიტინგების და ხმაურის ფონზე ამიტომ მთელი ეს ხმაური და ჭიჭყინი „მესამე პრეზიდენტი გვიკვდება“ არის სატყუარა და ბლეფი!“ - წერს ექსპერტი ფეისბუქის გვერდზე.
0
0