13/11/2024
12:07
საზოგადოება
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ელენე ძინძიბაძეა.
არსებული ინფორმაციით, 26 წლის ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გარდაცვლილს ახლობლები ემშვიდობებიან:
„როგორ მეწყინა, ღმერთო, გული როგორ დამწყვიტე, ელე...“; „საყვარელი და თბილი გოგო, ძალიან მეტკინა გული, ელე“; „ყველაზე კაშკაშა მზე ჩაქრა“; - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგონა სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები. მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო. ცხედრები სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.
ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირებაა, სოციალურ ქსელში კი მეგობრები სხვა ვერსიასაც განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ ტრაგედიის მიზეზი გაზით ინტოქსიკაცია ყოფილიყო.
გარდაცვლილია 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე არიან.
0
0