24/12/2021
16:57
ჰოროსკოპი
მორიელი
ეჭვიანობის ჩემპიონი (როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში) უდაოდ, მორიელია. ვნებიანი და ტემპერამენტიანი პარტნიორი გასაქანს არასოდეს მოგცემთ, რადგან ყველგან და ყოველთვის ღალატზე ფიქრობს. მდიდარი ფანტაზია აიძულებს აიძულებს მუდმივად თქვენი სოციალური ქსელების ექაუნთები ქექოს და „ლაიქები“ ითვალოს, დაინტერესდეს თქვენი გარემოთი - კოლეგებითა და მეგობრებით. ხშირად მორიელები ურთიერთობებში ზედმეტად ტოქსიკურები ხდებიან, რადგან საკუთარი სიმშვიდისთვის პარტნიორს არასწორ აზრებს უნერგავენ. მათ ძალიან კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ, ასე რომ, ღალატის შემთხვევაში მორიელი მალე იგრძნობს მოწინააღმდეგის არსებობას.
ვერძი
ვერძი მორიელის მსგავსად, პარტნიორის გაკონტროლებას არასოდეს ცდილობს და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეჭვიანობის გრძნობა მისთვის უცხოა, მაგრამ ასე არ არის. დიახ, ვერძი ეჭვიანი ადამიანივით არ იქცევა, არ ამოწმებს თქვენს ელექტრონულ ფოსტას და შეტყობინებებს, მაგრამ ფეთქებადი ხასიათი აქვს და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ვერძთან ურთიერთობაში. სანამ მშვიდადაა, მის გვერდით ყოფნა წარმოუდგენლად სასიამოვნოა, მაგრამ თუ ეჭვიანობის მიზეზი მიეცით, ვერძს გონება ებინდება და უკონტროლო ხდება. მზად იყავით, რომ ასეთ დროს ყველა ძველი თაყვანისმცემლის შესახებ პასუხს მოსთხოვთ, რომლებზეც ოდესღაც დაუფიქრებლად უამბეთ.
თხის რქა
თხის რქა ზოდიაქოს მიწიერი ნიშანია, ამიტომ წესით, ეჭვიანობა მისი სტიქია არაა. ის გონიერი, პრაგმატული, სანდო, დაკვირვებული და მომთმენია, თუმცა საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში პრობლემებს სწორედ მისი ბოლო ორი თვისება იწვევს. როგორც ნამდვილი მესაკუთრე ის ღალატის პერსპექტივასაც კი ვერ იტანს, თუმცა არასოდეს აღიარებს, რომ ეჭვიანია. ჭკვიანი ქალი ადვილად ამოიცნობს თხის რქის ეჭვიანობას - თუ ხედავთ რომ ძალიან ჩაკეტილი და ჩაფიქრებული გახდა, მოეფერეთ და დაარწმუნეთ, რომ მისი ეჭვები უსაფუძვლოა.
ლომი
ლომი აღმერთებს კონკურენციას. მას არ აშინებს პერსპექტიული თანამდებობისთვის კოლეგებთან ან ლამაზი ქალბატონისთვის სხვა მამაკაცებთან კონკურენცია. ის ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ ლამაზი პარტნიორით მეგობრების წინაშე არ იტრაბახოს, თუმცა არავის მისცემს უფლებას, რომ მისი ქალის მიმართ ყურადღება გამოიჩინოს.
თევზები
თევზები მუსიკის, პოეზიის ან ცეკვის ნიჭით დაჯილდოვებული შემოქმედებითი ადამიანები არიან. როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, თევზი მამაკაციც გამუდმებით ადრენალინისა და ემოციური ურთიერთობების ძიებაშია. მწვავე განცდების ნაკლებობის დროს თევზები თავად ქმნიან ემოციებს, რომლებიც სჭირდებათ - მაგალითად, შეთხზავენ თქვენი ღალატის ისტორიას. ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი სამუდამოდ დაივიწყებს ეჭვიანობას, თუ მას სიყვარულით მოეპყრობით და არასოდეს აკადრებთ შენიშვნის მიცემას.
0
0