18/10/2024
12:05
მსოფლიო
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა 21-წლამდელთა ევრო 2025-ის პლეი ოფის წილისყრაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას შეხვდება.
„ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ვულოცავ იმ უდიდეს წარმატებას, რასაც 21-წლამდელთა ნაკრებმა მიაღწია. დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გავედით პლეი ოფის ეტაპზე, რაც დიდი მიღწევაა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ შარშან, როდესაც ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და ამ დიდ ტურნირზე პირველად ვითამაშეთ.
ხორვატიის ნაკრებს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ამ ნაკრებმა ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეტოქედ ვინ შეგვხვდებოდა. რა თქმა უნდა, მზად ვართ ბრძოლისთვის და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.
დარწმუნებული ვარ, რამაზ სვანაძე, მისი სტაფი და გულშემატკივრები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული შედეგი გავიმეოროთ და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ უკვე სპორტული შედეგით მოპოვებული საგზურით ვითამაშოთ.
პირველი მატჩი 15 ნოემბერს საქართველოში გაიმართება, ხოლო 19-ში ხორვატიაში ვითამაშებთ. გულშემატკივრის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამ – დავამტკიცეთ, რომ მათთან ერთად საკუთარ მოედანზე ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
0
0