19/10/2024
21:40
არჩევნები 2024
მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანი - ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი 4 ძირითადი პოლიტიკური პარტია, დოკუმენტის ერთგულია და რომელიმე მათგანისთვის ხმის მიცემა „ევროპაში მიგვიყვანს“.
„მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანი. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს. არსებობს იმით, ის 4 მთავარი პარტია, (სხვებმაც ხელი მოაწერეს და არ მინდა ისინი დავივიწყო) რჩება სრულად ერთგული ქარტიის, ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც ევროპაში უნდა დაგვაბრუნოს. ესაა ყველაზე მთავარი, რადგან ეს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა, ალტერნატივა არის ევროპა, აძლევს საშუალებას, თვითონ, თავისი გემოვნებით აირჩიოს, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ რომელიმე 4 პარტიისთვის, მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულები არ იქნება ასე რომ, თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ და ყველა ერთად - ოთხივე პარტია და მე, როგორც ქარტიის ინიციატორი და გარანტორი, წავალთ ამ გზაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024