03/03/2023
01:03
კულტურა
ყველა ის მეცნიერი, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩადის, არის სიცრუის ტირაჟირებაში ჩართული და უპასუხისმგებლო, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გელათის რეაბილიტაცია 2008 წელს „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს.
„შედგა პროექტი, რომელიც იყო არა ვინმე არქიტექტორ-რესტავრატორის, არამედ თეატრმცოდნე - კახა ტრაპაიძის. მან შეადგინა სახურავის პროექტი, რომელშიც შემდეგ ჩაერთო გიორგი გაგოშიძე, ასევე მეცნიერი, რომელმაც თქვა: ავაღორძინოთ დავითის დროინდელი კრამიტის ტრადიცია და სანზონაში, ღუმელში გამოაცხვეს კრამიტი და გელათს დაახურეს. ეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტები ვადგინე და იმას ვყვები, თორემ ეს ფაქტებიც არ იყო ცნობილი. ამ სახურავს არ აქვს არანაირი წყლის სისტემა, რომელიც ნალექს ძეგლისგან განარიდებს. პირველი ვიყავი მე, ვინც ვთქვი, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ კრამიტს ექსპერტიზაც არ ჰქონდა გავლილი.
2021 წელს, სამხარაულის ექსპერტიზამ გამომიგზავნა დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ეს კრამიტი არც ყინვას უძლებს და არც წყალმედეგია. ეს დიაგნოზი დავსვით ჩვენ. ეს ადამიანები, როგორ თუ მე დიაგნოზი დავსვი მათ ჩადენილ საქციელებზე, ამხედრდნენ და დაიწყეს, რომ ვიღაც სხვას შეახოცონ ხელი. ჩემზე ხელის შეხოცვა ძნელია, რადგან ფაქტები არის ჯიუტი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024