20/11/2022
12:50
სამართალი
ყვარელში, 2 დღის წინ მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, თელავის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების განმარტებით, 37 წლის გ.ი.-ის მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტს აქვს ბასრი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები მუცლის, გულმკერდის, კისრისა და თავის არეში. ჩატარდა ქირურგიული ოპერაციები, სედაციური ძილის ქვეშ არის, მართვით სუნთქვაზე, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის არც გაუმჯობესება და არ გაუარესება არ შეინიშნება. სტაბილურად მძიმეა,"- განაცხადეს კლინიკაში.
გ. ი.-ისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. ამ დრომდე, არც ისაა ცნობილი, ვინ მიაყენა მას მრავლობითი ჭრილობები.
მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 18 ნოემბერს, ღამით მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. მოკლულია 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.
0
0