31/10/2021
14:48
საზოგადოება
მისი თქმით, ყოველი არჩევნები აპაუზებს ქვეყანას, ბიზნესს, ინვესტორებს, განსაკუთრებით, როცა ამდენი აგრესია და რყევებია, როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების შემდეგ, ამიტომ ქვეყანა არჩევნებისგან უნდა დავასვენოთ.
96% ითვლება მოგებად. ესაა ევროპული სტანდარტი, ნაკლები არა. ასე ფიქრობს ოპოზიცია. 2004 წელს იყო ევროპა, 97%-თ. კადიროვის 97%-ც ევროპაა.
53% საქართველოში მოგებად არ ითვლება. ეს მხოლოდ ამერიკაში შეიძლება, საფოსტო გზავნილებით. ევროპაშიც მოსულა. ჩვენთან არა.
სააკაშვილი ამბობდა, 2008 წელს, 43% ევროპული სტანდარტიაო. "ოცნებას" კი ეუბნებოდნენ 43%-ზე ნაკლებს არ ჩაგითვლითო. არც 47%-ს უთვლიან.
1%-ით მოგების შემთხვევაში, წაგებულის მიერ აღიარება და მილოცვა დასავლური სტანდარტია, 10%-ანი სხვაობით წაგების არაღიარება, ქართული.
დაჯექით და თვალეთ ბიულეტენები და ნუ იგონებთ ახალ საბაბებს ქვეყნის რყევებისთვის.
9 წელში მე-8 არჩევნები ჩავატარეთ, რყევებით, აპოკალიფსებით, რევოლუციების და დაუმორჩილებლობების მცდელობებით.
ის უნდა გიკვირდეთ, ფოთში, ბიუჯეტის აღიარებული და გასამართებული მღრღნელი, 42%-ს რომ იღებს.
ამდენი წაგების შემდეგ, ოპოზიციური ფლანგის სრული განახლების და რეორგანიზაციის ნაცვლად, ხან ფანჩატურში ერთობით, ხან კოალიციობანას თამაშობთ, იმის ნაცვლად რომ მიზეზები გაიაზროთ.
9 წელში მილიარდზე მეტს რომ დახარჯავთ და დასკვნები არ გამოგაქვთ, ეს რა დაავადებაა?!
ყოველი არჩევნები აპაუზებს ქვეყანას, ბიზნესს, ინვესტორებს, განსაკუთრებით, როცა ამდენი აგრესია და რყევებია, როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების შემდეგ.
მოკლედ, დაასვენეთ ქვეყანა. 2024 წელს "ქართული ოცნების" საპირწონედ სხვა პოლიტიკური ოპონენტები უნდა ვიხილოთ, ასევე სხვა პოლიტიკური კულტურა უნდა დამკვიდრდეს. თქვენზე საუბარი აღარაა საინტერესო. სხვა თემებზე უნდა გადავიდეთ. - წერს სალუქვაძე.
0
0