14/10/2024
10:33
სამართალი
რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე. ოკუპანტი ქვეყანა მათ 2022 წელს ქერჩის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობას აბრალებს.
ინასარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა. მის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს- ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით და ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდას ორგანიზებული ჯგუფის მიერ- მუხლებით. უკრაინის მოქალაქე კი თანამზრახველობაშია ბრალდებული.
რუსეთი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ქერჩის ხიდის აფეთქებაში საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა. საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ საქმეზე 8 ადამიანი მისცა პასუხისგებაში. ინასარიძეს კი დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
აფეთქება კი 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხიდი დაზიანდა და რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო გახდა.
დაიღუპა ოთხი ადამიანი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024