04/08/2022
14:18
მსოფლიო
ყირიმში, ქალმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო ქმარს ტაფით სცემა. ცოლ-ქმარს შორის განხეთქილება 24 თებერვლიდან დაიწყო, როცა ქმარმა უკრაინაში ომის დაწყებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
ქალმა კაცი ტაფის ჩარტყმისას გაითიშა და გონებადაკარგულს თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა.
გაბრაზებულმა ქალმა ბაღის ნიჩბით ჩამოჭრა ყველა Z და V დროშა სახლში და ეზოში. ამის შემდეგ მან ქმრის მანქანას ბენზინი დაასხა და ყველა "პატრიოტული" სტიკერი წაშალა.
როცა კაცი გონს მოვიდა, პოლიციაში ცოლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა და ახალი სტიკერების ყიდვა დააპირა.
როგორც UNIAN წერს, კაცმა ცოლის წინააღმდეგ "ზომების მიღება მოითხოვა", მისი თქმით, სვეტლანა "ანტირუსულ განწყობებს" გამოხატავს და საერთო შვილს ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებს.
0
0