24/08/2024
18:38
სამართალი
ფონიჭალაში ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
ფაქტზე გამოძიება, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მისამართზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რაც შეეხება მომხდარს, ერთ-ერთი დაჭრილი 21 წლისაა და მას ყელის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ორივე ცივი იარაღითაა დაჭრილი და ამ ეტაპზე უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა. მიზეზი უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ფონიჭალის 13-ში, ხშირია:
"დილით რომ გამოვიხედე სასწრაფო და საპატრულო იყო. 1 კვირის წინაც იყო, ქალმა ბავშვი დააგორა, მრევლმა, კიბეზე და 4 ეკიპაჟი იყო მაშინაც მოსული და ახლა მეგობარმა დამირეკა რომ ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო და არ ვიცი. საერთოდ, ასეთი ამბავი ხდება აქ, სადარბაზოს მაცხოვრებლებიც ისეთ დღეში არიან და ისეთი შეწუხებულები არიან რომ...რას ვერ იყოფენ, რატომ ჩხუბობენ ვერ ვხვდები ამას. " ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
შეგახსენებთ, კორპუსში, სადაც ბერი ნიკოლოზი - როგორც მას მრევლი უწოდებს - დღეს ორი ადამიანი დაჭრეს. ორივე მათგანი მისი მრევლია.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024