25/11/2022
17:21
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
25 ნოემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 55 182 500 რუსული რუბლისა და 20 956 აშშ დოლარის (აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 2 414 123.93 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის 14 მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, რუსეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების, ხელბარგისა და ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 11 სამართალდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 105 451, 77 ლარის ოდენობით, ხოლო 3 მოქალაქის მიმართ, ჩამორთმეული საქონლის (თანხის) ოდენობამ 1 370 139. 02 ლარი შეადგინა.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.
0
0