05/01/2022
18:41
მსოფლიო
„ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა ფიქსირდება. ეს, სავარაუდოდ, სერიოზულად შეზღუდავს ანტისამთავრობო პროტესტის გაშუქებას“, - განაცხადეს ბრიტანულ კომპანია NetBlocks-ში, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის მდგომარეობას აკვირდება.
ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქალაქ ალმათიში და ყაზახეთის ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ალმათიში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას ცეცხლი უკიდია.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.
0
0