10/01/2022
11:16
კონფლიქტები
ამასთანავე ყახახეთის სახელმწიფო მდივნის ერლან კარინის ინფორმაციით, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მხოლოდ ადგილობრივი სპეცრაზმელები და სამხედროები მონაწილეობენ. მისივე ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ძალები სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ ქვეყანას დატოვებენ.
ყახაზეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ინტერნეტის მუშაობა აღდგა, მაგრამ ის მაინც შეფერხებით მუშაობს, ზოგიერთ საიტზე შესვლა შეუძლებელია. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ინტერნეტი კვლავ გათიშულია.
ქვეყნის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბრძანებულებით, 10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების და შეტაკებების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. 2000-ზე მეტმა დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა.
0
0