ყაზახეთში სამშვიდობო ძალები სომხეთმა გააგზავნა
06/01/2022
15:24
კონფლიქტები
A-
+A
სომხეთმა ყაზახეთში სამშვიდობო ძალები გააგზავნა, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების შემადგენლობაში იმოქმედებენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
70-მდე სომეხმა სამხედრომ ყაზახეთში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების დაცვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
განცხადება ყაზახეთში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა. სომხეთი ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა.
შეიარაღებული ძალების გაგზავნის თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრ ქვეყნებს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მიმართა. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელორუსი სამხედროები.
ყაზახეთში 2 იანვრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანია დაღუპული.
0
0
609
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%