27/11/2024
14:03
პოლიტიკა
ქართველი - არა მხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით, მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად ვერავინ ვერაფერს იტყვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყაველაშვილი არის იმის გარანტია, რომ პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნების ინტერესებს და ის საკუთარი სამშობლოს სამსახურში იქნება.
„ახლა დაიწყებენ ანტი დასავლური რიტორიკა და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს და ა.შ. ეს არის ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს. ის მოემსახურება თავის სამშობლოს მისი პიროვნული, ქართული თვისებებიდან გამომდინარე, არსებობს ამისი მყარი გარანტია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ 1000 პროცენტით, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს.“ - განაცხადა მდინარაძემ.
0
0