29/09/2023
11:19
კონფლიქტები
19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ, სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან, თითქმის, 85 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
მანამდე სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სომხეთში რეგისტრაცია, თითქმის, 51 ათასმა ლტოლვილმა მიიღო. აქედან დაახლოებით 14 ათასი ადამიანი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით.
ერევნის მონაცემებით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში 120 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რეგიონში სომეხი მოსახლეობა აღარ დარჩება და მოსახლეობის იძულებით მასობრივ გადასახლებას "ეთნიკური წმენდა" და "დეპორტაცია" უწოდა.
ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები ძირს უთხრის ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024