ყალბი ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ექიმებს ბრალი წაუყენეს
04/12/2021
16:05
სამართალი
A-
+A
ყალბი ვაქცინირების დამადსტურებელი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ექიმებს ბრალი წაუყენეს.
#4 სამედიცინო ცენტრის დირექტორისა და ამავე ცენტრის ექიმის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
დაკავებული ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.
სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით(კომერციული მოსყიდვა ჯგუფურად) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით(ყალბი დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) მიმდინარეობს.
0
0
474
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%