22/06/2023
15:03
კულტურა
“ვინც მე მიცნობს, ვინც იცის ჩემი ღირებულებები, პრინციპები და დამოკიდებულება რუსეთის მიმართ როგორ შეიძლება იქ, სადაც მე ვარ და GERA-ს საბჭოს თავმჯდომარე მქვია ვიყო “რუსული ორგანიზაციის” წევრი, სასაცილოა უბრალოდ , მაგრამ ეს ხომ მოდაშია ახლა? თუ არაფერი გაქვს, რითაც შემებრძოლები ქართველი ერის სისუსტეზე ვითამაშოთ და “რუსეთუმე” ვეძახოთ, ყველა წამოეგება ამ ანკესს უკვე აპრობირებული თემაა ეს ვიცით და მინდა გითხრა გიგა[კობალაძე], ეს უკვე მოძველდა, აღარ ჭრის”, ამის შესახებ კომპოზიტორი დათო ევგენიძე, ბოლო დღეებში “გერას” წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება და მას “რეპუტაციის შებღალვად” აფასებს.
ევეგნიძე წერს:
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანმა ქართველი ხელოვანების ჰონორარები მოიპაროს, შემდეგ ეს ყველაფერი აუდიტის დასკვნით დაუმტკიცდეს და ოპოზიციურმა არხებმა ის გმირად შერაცხოს. იმის მაგივრად, რომ მან აგოს ამ ყველაფერზე პასუხი, დადის სხვადასხვა ტელევიზიაში და GERA-ს წევრებს რუსებს გვეძახის, იმ წევრებს, რომლებსაც კუთვნილი ფული წაგვართვა, მათ შორის ჩემი ჰონორარიც, რომელიც რუსეთის ასოციაციიდან მასთან ირიცხებოდა, იტოვებდა თვითონ. დღეს კი ეს კაცი და ეს ორგანიზაცია ჩვენ გვეძახის რუსებს.ვინც მე მიცნობს, ვინც იცის ჩემი ღირებულებები, პრინციპები და დამოკიდებულება რუსეთის მიმართ როგორ შეიძლება იქ, სადაც მე ვარ და GERA-ს საბჭოს თავმჯდომარე მქვია ვიყო “რუსული ორგანიზაციის” წევრი, სასაცილოა უბრალოდ , მაგრამ ეს ხომ მოდაშია ახლა? თუ არაფერი გაქვს, რითაც შემებრძოლები ქართველი ერის სისუსტეზე ვითამაშოთ და “რუსეთუმე” ვეძახოთ, ყველა წამოეგება ამ ანკესს უკვე აპრობირებული თემაა ეს ვიცით და მინდა გითხრა გიგა[კობალაძე], ეს უკვე მოძველდა, აღარ ჭრის.
მხოლოდ იმიტომ, იმ ასოციაციის რუსეთის ორგანიზაციად ხსენება, რომ მას აქვს ხელშეკრულება გაფორმებული ანალოგიურ რუსულ ორგანიზაცია RAO-სთან, რომელთანაც ხელშეკრულება თავად GCA-საც კი ჰქონდა და რა გამოდის? GERA რუსულია და GCA აღარ? სასაცილო და ამაზრზენია უკვე. ეს ყალბი “საინფორმაციო ომიც”, მხოლოდ ოპოზიციური ცალმხრივი არხებით, რომ ცდილობენ რეპუტაციის შებღალვას.
არასდროს ვიქნები იმ ორგანიზაციაში, რომელსაც ფესვები იმ ქვეყანაში აქვს, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20%ზე მეტი აქვს ოკუპირებული და თუ მე აქ ვარ, ესეიგი ამის გარანტიას ვიძლევი, რომ ეს არის კობალაძის თავისგასამართლებელი თავდასხმის უტიფარი, სამარცხვინო მცდელობები.
#ნუმოპარავხელოვანს" - წერს დათო ევგენიძე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024