05/05/2023
16:47
სპორტი
ხვიჩას თავი არ დაუკარგავს და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა - ასე გამოეხმაურა, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს.
„ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.
მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავია. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო“, – განაცხადა ვაისმა Sport 42-თან ინტერვიუში.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი იტალიაში გასულ ზაფხულს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა. კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
0
0