25/11/2023
21:55
სპორტი
სერია სერია A-ს მეცამეტე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „ატალანტას“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1:0 ამარცხებს.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მასპინძლები მეტოქეს სივრცეებს უნარიანად უზღუდავდნენ და მომენტებს არ აქმნევიდებდნენ. „ნაპოლის“ პირველი რეალური შანსი 33-ე წუთზე მიეცა, რაჰმანიმ თავით გაიტანა კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ ოლივეირამ ტრავმა მიიღო, რომელიც ჟუან ჟეზუსმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მარიო რუიც ტრავმირებულია და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების წინ ნეაპოლური გუნდი მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. კვარაცხელიას სკალვინი ყურადღებით მეურვეობდა და სამჯერ წააქცია. 44-ე წუთზე კი ხვიჩამ "ნაპოლი" დააწინაურა. მან ნეაპოლურ კარიერაში მეორედ დალაშქრა მოწინაარმდეგის კარი თავით.
0
0