"ხვიჩა მაინც საუკეთესო იყო"- რა შეფასება მიიღო ქართველმა?
19/04/2023
01:33
სპორტი
A-
+A
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
"პარტენოპეის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. სამწუხაროდ, 22 წლის გარემარბმა 82-ე წუთზე თერთეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" 7.6 თამაში ქულით შეაფასა. მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 8.2 დაუწერა, ორივე პორტალის მიხედვით, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
ამრიგად, "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. სპალეტის გუნდი ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 23 აპრილს "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
0
0
349
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%