24/11/2023
17:09
სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიურ გამოცემა TuttoMercatoWeb-თან ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის შესახებ ესაუბრა, რომელიც მარტში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამოტოვებს. სანიოლმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. სანიოლი აღიარებს, რომ ეს ბევრწილად მისი შეცდომაც იყო.
„ამ შეცდომისთვის გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა ბარათი უქმდება და ეს ვუთხარი მოთამაშეებს. სამწუხაროდ, რეგლამენტი არ გადავამოწმე“, - განაცხადა სანიოლმა.
ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო თამაშს, სადაც საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, მესამე ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს, რომელიც მან ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ამ თამაშს საქართველოსთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა.
0
0